Tuesday, January 20, 2009

კარგი, ვრჩები


დეგრადაციას განვიცდი.
საუკუნეა "ლედ ზეპელინისთვის" აღარ მომისმენია.
არაფერი ღირებული არ დამიწერია.
პირადი ცხოვრება ელიზაბეტ ვურცელზე უარეს დღეში მაქვს. შეგრძნებები მაკლია. და თითქოს არაფერი, დღეს საღამოს სადარბაზოში წავიქეცი და მუხლი გადავიტყავე. კინაღამ ავღრიალდი, მაგრამ თავი შევიკავე. არადა, როცა გეტირება, უნდა იტირო. მხოლოდ გავბრაზდი საკუთარ თავზე, მე ეს როგორ დამემართა-მეთქი. ვითომ ისეთი კონტროლირებადი ტიპი ვარ, რომ არ შეიძლება მე წავიქცე და მუხლები დავინგრიო. სინამდვილეში ასეთი ტიპი მხოლოდ ერთია.

თურმე დოდკაც სიზმრებს "აგროვებდა" და გამიხარდა, მთლად დეგრადირებული არ ვყოფილვარ. ისეთი ნარკოზივით ტკბილი სიზმარი ვნახე გუშინწინ, სიზმარშივე რომ ხვდები - სიზმარია და მეტი არაფერი.

windows შევცვალე ჩემით, თუ ერთ მშვენიერ დღეს ამიფეთქდა, ნურავის დაადანაშაულებთ.

ინგლისურ პოპს ვუსმენ.
კარაქიან პურს ვჭამ.
და აღმოვაჩინე, რომ ნარკოტიკზე უარესი დამოკიდებულება მაქვს კომპიუტერზე. ვცოფდები, როცა კომპიუტერს რამე ემართება. საერთოდ ყველაფერი მაცოფებს... ტექნიკა, ადამიანები - რა გასაკვირია, ამათ შორის ვცხოვრობ და რა იქნება.

ახლა ლილუ მეუბნება, ობამაზე რამე დავწერო. მე კიდევ მკიდია ობამაც, ოსამაც და ყველა. ლილუ ჩემი კრიტიკოსია - ყველაფერს მიკრიტიკებს, ნაწერებს, ჩაცმულობას, ბიჭებს. თვითონ ამ დროს "შალომ ალეიხემს" ღიღინებს და ყველა მასმედიის საშუალებას ეცნობა ჩემი ხათრით. ლილუ, მიყვარხარ, ჩემო ფისო, გამომიცხე ხვალ ნამცხვარი რა!

ჩემს საყვარელ დეიდაშვილს უნდოდა, რომ მოცეკვავე ყოფილიყო, მაგრამ ვერ გახდა. ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა. ახლა თვალებს დავხუჭავ და მის ხმას წარმოვიდგენ. მიყვარს მისი ხმა. ასე ხმებით ვფიქრობ ხოლმე საყვარელ ადამიანებზე. როგორ მეძახიან: სოფი... სოფ... სან... თურმე მაინც მიყვარს ეს ადამიანები, აღარ წავალ მარსზე, ჯანდაბას, ვრჩები.

6 comments:

. said...

ura BH, esigi kide gvak shansi mezoblebi vixot ;)) mpuah

Anonymous said...

სოოოოფ ახლა მივხვდი როგორ მომნატრებია შენი ნაწერების კითხვა :( არადა, ახლა ისე ვარ, სიამოვნებით ჩავუჯდებოდი და უკვე წაკითხულსაც წავიკითხავდი

Anonymous said...

გუშინწინ კომენტარი დავწერე და კომპმა გაჭედა მაინც და მაინც მაშინ )))

სახლში რომ მოვედი, კიბორგას ვუთხარი, რომ I'm in love-მეთქი :D You are adorable!

და ფილმის სახელისთვის მადლობა, შენ აი წაარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი ვეძებე ამასწინათ :D

eTuna said...

darCi, darCi ;)
mSvenieri gadawyvetilebaa.
xo, ise yvelaferi kargad iqneba :) merwmune. ubralod am civ amindebSi mze dagaklda albaT, Torem ai, mova gazafxuli da naxav;)

Unknown said...

shen koveltvis pikriani, lamazi da rac mtavaria tbili, mziani nawerebi gakvs....
sheni samkaro savsea sheni originaluri nawerebit! gisurveb upro savseee da didi gaxado sheni shemokmedebiti sakmaro :*


ase rom ak darchena mogiwevs...marcze sicarielea...
begura

Anonymous said...

წადი, თუ გინდა, ოღონდ იქ მასაჟს ვინ გაგიკეთებს ზურგზე? მე არ მოვდივარ, იცოდე!