პატარაობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრები, ოღონდ ისეთი ზღაპრები არა, პრინცესებზე და ბაბა-იაგებზე.
კიდევ ძალიან მიყვარდა ავად გახდომა, იმიტომ, რომ მაშინ დედა სამსახურში არ მიდიოდა. მეც არ ვასვენებდი: "აუ, მომიყევი რა რუთზე, აი, ქმარი რომ მოუკვდა და თვითონ დედამთილი მაინც არ მიატოვა, მერე ძალიან რომ უჭირდათ, მაგრამ ბოლოს კეთილი კაცი ცოლად რომ მოიყვანს..." :) დედაჩემიც, რა თქმა უნდა, მიყვებოდა. რუთის წიგნის გარდა კიდევ ორი ასეთი "ზღაპარი" იყო, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა: "ფემინისტი" ივდითი და დავითი რომ გოლიათს შურდულით "ჩამოხსნის". რა თქმა უნდა, ივდითი ძალიან დიდხანს იყო ჩემი გმირი, მაგრამ რაც გავიზარდე და რაღაც შეხედულებები შეიცვალა ჩემში, რუთთან უფრო დავახლოვდი.
ხვალ შავუოთია, დღე, როდესაც ღმერთმა თორა მისცა ებრაელ ხალხს. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული უნდა იყოს, არა მარტო ებრაელებისთვის, რადგან ეს დიდი წიგნი, მეტ-ნაკლებად, ყველას ცხოვრებას ეხება. სწორედ ამ დღეს კითხულობენ "რუთის წიგნს". ბავშვობაში არ ვიცოდი, როგორი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო რუთი, რომ დიდი როლი შეასრულა სამომავლოდ, დავითის, მერე კიდევ ჩემი საყვარელი შლომოს (მეფე სოლომონ ბრძენი) დაბადებისთვის; უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ მის თავმდაბლობასა და ერთგულებაში იყო განსაკუთრებული რაღაც, რასაც დროთა განმავლობაში მივხვდებოდი.
ადრე ლევან ბერძენიშვილი იყო უნივერსიტეტში მოსული და მაშინ თქვა, ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს მითოლოგია, რომელიც ძირითადი საფუძველი იქნება მისი ცოდნისო. მე კი ვიტყოდი, რომ ადამიანმა უნდა წაიკითხოს ბიბლია, თუნდაც, როგორც ზღაპარი, როგორც მე ბავშვობაში მიკითხავდნენ. საფუძველი სწორედ ეს იქნება, რადგან ცხოვრებაში სულ რამდენიმე სიუჟეტი (ან, როგორც გინდა, დაარქვით) არსებობს და უმეტესობა სწორედ თორიდან. სამწუხაროა, რომ დღეს რელიგიისადმი ნდობა განსაკუთრებით დაკარგეს ადამიანებმა (მნიშვნელობა არა აქვს მიმდინარეობას), ან თუ არ დაკარგეს, ფანატიკოსებად იქცნენ და მათთან საუბარს ვერ შეძლებ. ამის მთავარი მიზეზი კი - სწორედ იმ ძირითადის უცოდინრობა მგონია, რაზეც ზემოთ ვთქვი. რუთის, დავითის, ივდითის, თუნდაც უფრო ადრინდელი, ნოეს და მისი შვილების ისტორიიდან უფრო მეტის სწავლა შეიძლება, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება, თუნდაც იმიტომ, რომ შეძლო შენი აზრის დაცვა და არგუმენტირება, თუ რატომ არ მოგწონს რელიგია.
"Thy people shall be my people, and thy God my God!" - Ruth (1:16, 17)

15 comments:
ისა, ისა მართალი პოსტთან არაფერშუაშია, მაგრამ მადლობა სიმღერისთვის, მართლა ძააან დამეხმარა :*
გილოცავ,შავუოთს! სოფი, კარგი გოგო ხარ! :)ბედნიერია დედაშენი, ასეთი ჭკვიანი შვილი და კარგი ადამიანი რომ ჰყავს გვერდით!
@ Lalena, I am so happy for you :) You're most welcome!
@ Zina, მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ ჩემს პოსტებს!
რუთი -ეს სახელი მომწონდა მეც სულ, ერთი გოგო დადიოდა ცეკვაზე ჩემთან ერთად და რუთი ერქვა, მოწითალო თმა ჰქონდა, გავიგე ებრაელი ყოფილა - პრინციპში ვვარაუდობდი კიდეც, რომ ასე იქნებოდა, ასეთი ბიბლიური სახელები მხოლოდ მათღა შემორჩათ, არადა ძველად ქართელებსაც უყვარდათ, ჩემს წინაპრებსაც ერქვათ..
ჰოდა მიყვარს ბიბლიური სიტორიები და გმირები და სახარებაც, მგონია, რომ თუნდაც არარელიგიურმა ადამიანმა, უბრალოდ წიგნად მაინც რომ წაიკითხოს, ნამდვილად იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე იყო)))
და მითოლოგია და ზღაპრებიც არანაკლებ მიზიდავდა და მიზიდავს ))
ბაბისა +1
ოი, მე მყავს მეგობარი წითელთმიანი რუთი ზუსტად, ისიც დადიოდა ცეკვაზე :) 17 წლისაა, ვერელი, ეგ ხომ არაა ნეტავ?
au me da chems dzmas kide mamidachemtan gviyvarda xolme darchena, gamgamobit bibliur istoriebs gviyveboda xolme, samsonze momwonda yvelaze metad :blush: (Grdzeltmiani bichebi momwonda yoveltvis :P )
chemi ocnebaa tora cavikitxo. ukve ramdeni welia ocneba ocnebad rcheba.
gilocav sgavuots!
katteni var
გეთანხმები, ადამიანმა ბიბლია აუცილებლად უნდა წაიკითხოს და არა მარტო ბიბლია, თორაც, ყურანიც! აქ საქმე ის კი არაა, სწამს თუ არა, უბრალოდ ამ წიგნებში იმხელა სიბრძნეა ჩადებული, არ შეიძლება არ გამოადგეს და არ დაეხმაროს.
კარგი პოსტია სოფი, ბავშვობა გამახსენდა, ავად გახდომა მეც ძალიან მიყვარდა, ისე ძალიან, რომ ხშირად ვიგონებდი კიდეც, ვითომ ავად ვიყავი, სკოლაში არ მიშვებდნენ, ვიწექი და ვკითხულობდი. ცუდი ის იყო, რომ ერთხელ გადავაჭარბე და ლამის ბრმანაწლავის ოპერაცია გამიკეთეს :D :D
მე ბიბლიას არავინ მიკითხავდა, ამიტომაცაა, რომ ხეირიანად დღემდე არ წამიკითხავს, განსაკუთრებით ძველი აღთქმა.
:შენიბლოგიმიყვარს: :) :)
გილოცავ, სოფი..
ისე, მართმადიდებლები დღეს ამაღლებას აღნიშნავენ და თუ ვინმე მართლამდიდებელი მკითხველია აქ, მივულოცავ.
Sopo usakvarlesi xar :)
Mec dgemde mikvars zgaprebi. Magram gamsakutrebit gamovarchevdi ASTRID LINDGRENIS sabavshvo motxrobebs. Am motxrobebma chemi cxovreba shecvala da me atasjer ufro gamigrmava fantazia, me ase vfiqrob.
Chems baias kvela nacarmoebs vukidi mag qalisas da kvelas cavakitxeb.
Aseve vafanatebdi Meri Popinsze da mis mejiq chantaze bavshvobashi.
Oxx exla siamovnebit cavikitxavdi Pepi Grzelicindas :)
Gkocni, aseti tkbili mogonebebi rom machuqe am cutas :)
Sofi, rogor momenatra sheni blogis kitxva, cota xnis tin chamovedi da ikve shen blogshi shemovedi da pirveli es posti damxvdaa, uu dzaan mometonaa !!!
momenatree dzaan !!!
חג שבועות שמח לכולם ;)
@ Katten,რა უშლის შენი ოცნების ახდენას ხელს? თორა "ჩვეულებრივი" ბიბლიის პირველი ხუთწიგნეულია, გგულშემატკივრობ, წაიკითხე!
@ ნან, დიდი მადლობა, მიხარია, რომ გიყვარს ჩემი ბლოგი :happy:
@ Keti, დიდი მადლობა!
დღეს გავიგე, რომ ამაღლებას დღესასწაულობენ მართლმადიდებლები და მეც ვუერთდები შენს მილოცვას!!! ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ უზენაესმა, მეგობრებო!
@ თაა, საყვარელო შენ, მადლობა, რომ ასტრიდ ლინდგრენი გამახსენე მეც, იმიტომ, რომ მის მოთხრობებზე გავიზარდე მე, "ბიულერბიუელი ბავშვები" მიყვარდა განსაკუთრებით და აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ლინდგრენის შემოქმედება დიდ როლს თამაშობს ბავშვის გონებრივ ჩამოყალიბებაში.
@ DINIKO, ჩემო საყვარელო დინა, მომენატრე ძალიან და მიხარია, რომ კარგად იმგზავრე. Toda raba :) Chag sameach!!!
გეთანხმები, ბავშვობიდანვე ბიბლიასთან გაცნობა ადამიანის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს, თუნდაც იმ მხრივ, რომ მერე გაუცნობიერებლად არ აირჩიოს სარწმუნოება მარტო იმიტო რომ მისი ახლობელები არიან ამ სარწმუნოების მიმდევრები. დაწყებით კლასებში ვიყავი როცა საბავშვო ბიბილიის საშუალებით გავეცანი ძველ აღთქმასაც და ქრისტეს ცხოვრებასაც. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამეხმარა ჩემი სარწმუნოების გაცნობიერებაში. მაშინ რომ არა, დაწმუნებული ვარ "დიდობაში" აღარ დავინტერესდებოდი "რთულ ენაზე დაწერილი" წიგნის წაკითხვით.
პ.ს. რუთის ისტორიას ძალიან ემოციურად ვკითხულობდი, ის განცდა ახლაც კი მახსოვს. :)
სოფ, არ ვიცი შეიძლება ეგაა, მაგ ასაკის იქნებოდა დაახლოებითის რუთიც. ცეკვაც ვერაზე იყო, ქართული ))
Post a Comment