Tuesday, October 6, 2009

ანტვერპენში დაკარგულები

ებრაული რაიონი, ანტვერპენი, ბელგია

ამერიკელები იტყოდნენ, don't know where to begin-ო, ზოგი კიდევ მეტყოდა, ამდენ უცხო ენას ერთმანეთში ნუ ურევო, მაგრამ რა ვქნა, რომ ყველა ენა ასეთი ლამაზი და ორიგინალურია? :)
რა ვქნა, რომ ბელგია ჩემი საყვარელი ქვეყანა გახდა და ანტვერპენი კიდევ ის ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი???

1 ოქტომბერს გავფრინდით ბერლინიდან ბრიუსელში, ერთ საათში უკვე იქ ვიყავით და ანტვერპენამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ.

Elisheva and I in the airport of Brussels

იცით ვინ არიან ხასიდები? ორთოდოქსი იუდაისტები? ყოფილხართ იერუსალიმში?

ანტვერპენი - ეს არის პატარა და ცივკლიმატიანი იერუსალიმი.

დიდი ხანია, თავი ასე კარგად არსად მიგრძვნია :) ახლა ჩემს ძველ პოსტებს რომ გადავხედო, ვიცი, სულ სასწაულ დროს ვატარებ დღესასწაულებზე და უბედნიერესი ვარ ხოლმე, მაგრამ ეს სუკოტი მაინც განსაკუთრებული იყო ჩემთვის. შეიძლება იმიტომაც, რომ ზუსტად შარშან, ამავე, სუკოტის, დღესასწაულიდან დავიწყე რელიგიით დაინტერესება და ახლა სად ვიყავი, მე თვითონ მიკვირს :) ანტვერპენში - ხასიდების და იმ მორწმუნეების გვერდით, რომელთა წინაპრებმაც გამოიარეს ჰოლოკოსტი და პოგრომები. ვდგავარ და ვფიქრობ - როგორ გამიმართლა და ღმერთმა ზუსტად მომიყვანა ამ დროს და ამ ადგილას :) Baruch Hashem!!!

10 გოგო წავედით ჩვენი მიდრაშადან (სკოლა) ბელგიაში, ორად გავიყავით და სხვადასხვა ებრაულ ოჯახებში გავნაწილდით. მე და ერთი გოგო მოვხვდით რაბი ზისკინდის ოჯახში, 7 შვილი ჰყავს და ულამაზესი და უსაყვარლესი მეუღლე, რომელიც ყოველ დილით საუზმეს გვატანდა, სულ აქეთ-იქით დავდიოდით სასეირნოდ და მშივრები რომ არ დავრჩენილიყავით, ფულიც გარეთ არ დაგვეხარჯა.

Ziskind children (მეშვიდე პატარაა და სძინავს უკვე :) )

სუკოტის დღესასწაულზე აუცილებელია სტუმრად სიარული და სტუმრების მიღება, ტრადიციის შესახებ თქვენც იცით სად მოიძიოთ, მე კი - ადამიანებზე მინდა დავწერო, განსხვავებულ და ამავე ერთნაირი სულის და გულის მქონე ადამიანებზე.

ზისკინდები, კაანები, პაპენჰაიმები, ბელზები, ჰერშაფტები, Mrs ბერნსტაინი - ჩემს ცხოვრებაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანებად დარჩებიან, რომლებმაც უზარმაზარი სიყვარულით და სითბოთი მიგვიღეს. არსებობს შეგრძნებები და ურთიერთობები, რომლებსაც უბრალოდ ვერ გადმოსცემ და ვერ ისაუბრებ - იმდენად გულშია და გული კიდევ ღრმადაა დამალული, ხომ იცით :)

გუშინ ვიყავით ოსტენდში - ზღვისპირა ქალაქში, ველოსიპედები ვიქირავეთ და დავქროდით - წვიმდა, წვიმდა და ჩვენ სულ არ გვადარდებდა :D საღამოს ანტვერპენში დავბრუნდით და გვიან საცეკვაოდ წავედით, იქაურმა გოგოებმა party მოგვიწყვეს - იმდენი ვიცეკვეთ... ოღონდ ყველაზე სასაცილო ის იყო, მე რომ ქართული ვიცეკვე :D ვისაც ჩემი ქართული ცეკვა უნახავს, მოკვდება სიცილით, მაგრამ აქ დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველას მოუნდა "ხელების დაჭერა" და "ნარნარი" (რამდენადაც მე ეს ნარნარი გამომივიდა :D ).

Ostende

წინ კიდევ იმდენი რაღაც გველის :)
ნელ-ნელა გავიხსენებ და დავწერ იმ ადამიანებზე, რომლებიც გავიცანი ბელგიაში; რომლებთან ურთიერთობამაც გამზარდა და ჩემში უკეთესი თვისებები წინ წამოსწია. რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ და თქვენც მინდა ბედნიერები იყოთ და თქვენი ადგილი იპოვოთ.

12 comments:

Toma said...

aaaaaaaaaaaaa, ra magariaaaaaaaaaaaaaaaaaa

Anonymous said...

მენატრებოდა შენი პოსტები! :* რა კარგი, ახალი ადგილების ნახვა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა! მე ისე ჩავიკეტე ამ ბოლო დროს ერთ წრეში, რომ სული მეხუთება!

Keti said...

:*
ვფიქრობდი, რატომ არ ჩანდი...


პ.ს. ველო იყიდე? :)

lilu said...

შენ ქართული იცეკვეეე? მაგარია:)))

skype ჩართე რა, რომ დაგელაპარაკო.
ძალიან მომენატრე

Unknown said...

ra kargia.. amdeni axali adgili da gamocdileba:) bevr kargs kide gisurveb sofi :) ai utvalavs. g

Anonymous said...

rogor mixaria sofi rom ase kargad xar :* pozitivebi shensken :))))

Anonymous said...

აქამდეც კი ვიცოდი რომ მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები მიყვარდა, მაგრამ შენს პოსტებს რომ ვკუთხულობ ვრწმუნდები და ვრწმუნდები რომ მოგზაურობაზე მაგარი არაფერია :):) ძალიან მაგარიაა :)

Natosha said...

უუუ) რა პოზიტიური პოსტია ) შენთან ერთად მიხარია, სოფი :)

made my morning ))

clown said...

აუ რა მაგარია.. ^^

Unknown said...

სოფ ძაან მახარებს შენი ამბები. ბლოგერი ნამდვილად ბევრს უნდა მოგზაურობდეს და ასეთ საინტერესო დეტალებზე წერდეს

Anonymous said...

dzalian magaria,mixariaaaaaaaaa:)

Natalia said...

უჰ, არ ვიცი რა დავწერო! გამახარა ამ პოსტმა :)