დღეს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ინტერნეტი შემძულდა. ზოგი ისე მიშლის ნერვებს თავისი, ვითომ, ენამოსწრებულობით, ამ დროს გულისამრევი სარკაზმით და ამას რომ ვუყურებ, ვხვდები, რატომაა საქართველო ასეთ მდგომარეობაში. ერთმანეთს დასცინიან, "კაიფობენ" და ამ დროს საშინელზე საშინელი შესახედავები/მოსასმენები არიან. გერმანიის საელჩოში ვიყავი ერთხელ, ვიზას ველოდებოდი სხვებთან ერთად. ჩემს გვერდით ერთი ახალგაზრდა კაცი იჯდა და რამდენიმე ქართველი ქალი იქვე ფეხზე იდგა. ცოტა ხანში კიდევ ვიღაც ქალი შემოვიდა, დაცვას გერმანულად დაელაპარაკა და ისიც რიგში ჩადგა. უცებ ეს კაცი წამოხტა და ადგილს უთმობდა. იმ ქალმა გაკვირვებით შეხედა და არ დაჯდა, მადლობაც არ უთქვამს. გული ამერია იმ კაცზე.
აი, ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ მარტო ვარ ქვეყანაზე, რამდენიმე ადამიანთან ერთად...
მერე გუშინ ვნახე ფილმი "ეჭვი". მსახიობები არიან იმდენად კარგი, გავიწყდება, რომ ფილმს უყურებ. მერილ სტრიპი ისეთი იყო, მინდოდა დავლაპარაკებოდი და ზოგ მომენტში, საერთოდ, შემენჯღრია. ერთი ეპიზოდია, სადაც ფილიპ სეიმურ ჰოფმანის გმირი ეუბნება ახალგაზრდა მონაზონს, არ შეგრცხვეს შენი გრძნობების გამომჟღავნების, სიყვარული და სიკეთე სირცხვილი არ არისო.
ფილმებსა თუ წიგნებში, ადამიანები ხომ ყოველთვის იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც ჩვენ გვაწუხებს, ან უბრალოდ ჩვენშია. ასეთი შეგრძნება მქონდა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ - ღმერთო!
არ არის სირცხვილი, სიკეთე და სიცილი რომ გიყვარს, არც ისაა სირცხვილი, როცა სხვების გაცვეთილ ხუმრობებზე არ გეცინება, არც ისაა სირცხვილი, როცა ღმერთი გიყვარს; არც ისაა სირცხვილი, როცა გული გერევა იმაზე, სხვები როგორ ამტკიცებენ ქალიშვილობა ცუდია და დემოკრატია - კარგიო (ნიკუშა Marx-ს აქვს თითქმის მსგავს თემაზე პოსტი). არაფერია სასირცხვილო, ადამიანის შეურაცხყოფის და გულის ტკენის გარდა.
არ მახსოვს (ბოდიში), ვინ მითხრა, მომწონს, რომ შენზე გავლენას არ ახდენს ტენდენციები და არ გრცხვენია იმის თქმა, რასაც გრძნობო. მაშინ დავრწმუნდი, რომ აღარ შემრცხვებოდა ჩემი გულუბრყვილობამდე მისული სიყვარულების და სიცილის [რუსული ესტრადის მოსმენას ჰგავს, არა?].
მე თქვენ მიყვარხართ, dears, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ჩემზე (მადლობა, სიყვარულისთვის და შთაგონებისთვის ნანა ზარდიაშვილს)!!!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



9 comments:
Today is a gift that is why it is called the present :)
ვერც წარმოიდგენ რა გრძნობით წავიკიტხე ეს პოსტი! ზუსტად იმაზე გიწერია, რიგის მოსმენაც მჭირდებოდა! <3
სოფი :*
კარგი გოგო ხარ!
“It is not a sign of good health to be well adjusted to a sick society.”
—J. Krishnamurti (1895-1986)
"ეჭვი" მაგარია, იმ 3 ვარსკვლავის გარდა, ვიოლა დევისი მაგრად თამაშობს.
გაცინო ეხლა:
ფეისბუქზე ყველას ვიმატებ განურჩევლად, ხოდა ზოგჯერ მწერენ ვინ ხარო. ამასწინათ გოგომ მომწერა არ გიცნობო და მშლიდა, მერე უცებ დაინტერესდა ეს სახელი რატომ მერქვა და ვუთხარი, ბრაზილიელი მამა მყავს მეთქი. ე. ი. გოგო რამი გამოძვრა ფეიბუქიდან, თავისი მაილები ჩამაწერინა რაღაც გაგიჟდა გადაირია, მხოლოდ იმიტომ რომ ბრაზილიელი აღმოვჩდი...
თუ ვინიცობაა და კითხულობს ამ პოსტს იქნებ მიხვდეს რამეს. მე პირადად ძალიან შემრცხვა რომ მოვატყუე და ბოდიშს გიხდი!!
სულ მგონია, ადამიანს მარტო იმისი უნდა შერცხვეს,რაც მისთვის ბუნებრივი არ არის- ხელოვნურობის, თამაშის..
სხვა ყველაფერი კი უბრალოდ ფაქტია..
ამ ძალით ენამოსწრებულ ცინიკოსებს ვერ ვიტან :|
getanxmebi mteli arsebit, sofi. mixaria, shenc chemsavit rom fiqrob. ramdenime clis cin, sanam chamomiyalibdeboda shexedulebebi, vmeryeobdi xolme am temastan dakavshirebit. axla ki mec zustad shennairad vfiqrob!!! :)
miyvarxar mokled :*
ასეთი რომ ხარ სოფი,სწორედ ამიტომ გცემ ძალიან დიდ პატივს:)kisses:*
Post a Comment